ვაშლებს ფრთხილად ამოვაჭრათ გულები სპეციალური მოწყობილობით.
მიღებულ ღრუში მოვათავსოთ კარაქის პატარა ნაჭერი.
მოვაფრქვიოთ ვანილი.
ცომისთვის კარაქი გავადნოთ და ავთქვიფოთ.
დავუმატოთ არაჟანი და კარგად ავურიოთ.
თანდათანობით დავამატოთ იმდენი ფქვილი, რომ შეიძლებოდეს ცომის გაბრტყელება.
ცომი გავაბრტყელოთ დაახლოებით 1 სანტიმეტრის სისქეზე.
დავჭრათ ოთხ ნაწილად (თითო ვაშლისთვის).
თითოეული ვაშლი შევახვიოთ ცომში.
თავი კარგად მოვუკრათ და გავაფორმოთ.
ზედაპირზე წავუსვათ გათქვეფილი კვერცხის გული ფუნჯით.
შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე.
გამოვაცხოთ 30-40 წუთი, სანამ ცომი ოქროსფერი არ გახდება.
გამომცხვარ ვაშლებს მოვაყაროთ დარიჩინში შერეული შაქარი.
მივირთვათ თბილად, სასურველია ვანილის ნაყინთან ერთად.

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”