ტოლმა ვაზის ფოთოლში

ტოლმა ვაზის ფოთოლში

ტოლმა ვაზის ფოთლებში — ნაზი ხორცის გუნდები, შეხვეული ვაზის ფოთლებში მაწონთან ან არაჟანთან ერთად - თურქული, სომხური ან ბერძნული კერძია, რომელიც ქართულ სუფრასაც ამშვენებს.

წინასწარი დრო
45 წთ
მომზადების დრო
60 წთ
პორცია
6
რეიტინგი
5

ინგრედიენტები

  • 1 კგ - ძროხის ან ცხვრის რბილი ხორცი
  • 4 თავი - ხახვი
  • საჭიროებისამებრ - ვაზის ფოთოლი
  • გემოვნებით - ოხრახუში
  • გემოვნებით - ქინძი
  • გემოვნებით - პილპილი
  • გემოვნებით - მარილი
  • 1 ც - კვერცხი
  • 500 გ - მაწონი ან არაჟანი

კვებითი ღირებულება (ერთ პორციაზე)

კალორია380
ცილა28 გ
ნახშირწყლები12 გ
ცხიმი24 გ
ბოჭკო3 გ
რეცეპტის ავტორი:
სახლური რეცეპტები

ტოლმა ვაზის ფოთოლში მომზადების წესი

  1. 1

    გარეცხილი და დაჭრილი ძროხის ან ცხვრის ხორცი და ხახვი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ.

  2. 2

    დავუმატოთ შავი პილპილი, მარილი, კვერცხი, წვრილად დაჭრილი ქინძი და ოხრახუში.

  3. 3

    კარგად ავზილოთ და გავაერთიანოთ ყველა ინგრედიენტი.

  4. 4

    ვაზის ფოთოლი გავარჩიოთ და გავრეცხოთ.

  5. 5

    დავასხათ მდუღარე წყალი და წამოვადუღოთ რამდენიმე წუთი.

  6. 6

    წამოდუღებული ვაზის ფოთლები ამოვალაგოთ და ცალ-ცალკე გავაციოთ.

  7. 7

    კაკლისოდენა ხორცის გუნდები შევახვიოთ ვაზის ფოთლებში ლამაზად.

  8. 8

    ჩავაწყოთ შეხვეული ტოლმები ქვაბში მჭიდროდ, ერთმანეთის გვერდით.

  9. 9

    დავასხათ წყალი, რომ დაფაროს, და დავდგათ მოსახარშად.

  10. 10

    მოვხარშოთ ზომიერ ცეცხლზე დაახლოებით 50-60 წუთი.

  11. 11

    მოხარშული ტოლმები ამოვალაგოთ ლანგარში ან თეფშზე.

  12. 12

    მოვასხათ მაწონი ან არაჟანი და მივირთვათ ცხლად.

Chef's Tips

  • ვაზის ფოთლები არ გადაადუღოთ, უბრალოდ წამოადუღეთ.
  • ტოლმების შეხვევისას კარგად მოახვიეთ, რომ ხარშვისას არ გაიშალოს.
  • შეგიძლიათ დაამატოთ ბრინჯი ხორცის ნარევს უფრო დიდი მოცულობისთვის.
  • მაწონი ან არაჟანი აძლევს ტოლმას ტრადიციულ მჟავე გემოს.
  • დარჩენილი ვაზის ფოთლებით დაფარეთ ტოლმების ზედა ფენა ხარშვისას.

რატომაა ტოლმა ვაზის ფოთოლში სასარგებლო

  • ხორცი ხორცი ცილის უმნიშვნელოვანესი წყაროა და მისი მოხმარებით ორგანიზმი უზრუნველყოფილია ყველა იმ ამინომჟავათი, რომელთა მიღებაც მცენარეული საკვებიდან შეუძლებელია .
  • ხახვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, C ვიტამინით და ქრომით. ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას, ანთების შემცირებას და იმუნიტეტს.
  • ვაზის ფოთოლი მდიდარია რკინით. ამაგრებს სისხლძარღვებს და იცავს ათეროსკლეროზისგან. სასარგებლოა ხველის დროს
  • ოხრახუში მდიდარია A, C, და K ვიტამინებით. ხელს უწყობს თვალების ჯანმრთელობას, ძვლების სიმყარეს, საჭმლის მონელებას. აქვს შარდმდენი ეფექტი
  • ქინძი მდიდარია ვიტამინებით, შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, გულის ჯანრმთელობას, არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში და აძლიერებს იმუნიტეტს
  • კვერცხი მდიდარია ცილებით, ანტიოქსიდანტებით და ვიტამინებით (A, D, B12). ხელს უწყობს კუნთების განვითარებას, ტვინის ფუნქციის გაუმჯობესებას და იმუნურ სისტემას.
  • მაწონი შეიცავს პრობიოტიკებს, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავების ჯანმრთელობას, საჭმლის მომნელებელ სისტემას, წონის რეგულირებას და ქოლესტერინის დონის შემცირებას სისხლში.
  • არაჟანი შეიცავს პრობიოტიკებს, რაც აუმჯობესებს ნაწლავების ფუნქციონირებას. შეიცავს ჯანმრთელ ლიპიდებს, რაც არეგულირებს წონას და დევნის ჭარბ ცხიმს ორგანიზმიდან.

ეს გემრიელობებიც ნახე

barbare-jorjadze

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”