ტოლმა კომბოსტოს ფოთოლში რეცეპტი

ტოლმა კომბოსტოს ფოთოლში

ტრადიციული აზიური ტოლმა კომბოსტოს ფოთლებში — ხორცის ნაზი გუნდები ბრინჯით, შეხვეული მსხვილ კომბოსტოს ფოთლებში და მოხარშული პომიდვრის სოუსში. საზეიმო, გემრიელი და ჯანსაღი კერძი.

წინასწარი დრო
50 წთ
მომზადების დრო
75 წთ
პორცია
6
რეიტინგი
5

ინგრედიენტები

  • 1 კგ - ძროხის რბილი ხორცი
  • 4 თავი - ხახვი
  • 1 თავი - სატოლმე კომბოსტო
  • გემოვნებით - ოხრახუში, ქინძი, რეჰანი
  • გემოვნებით - ქონდარი, პილპილი
  • გემოვნებით - მარილი
  • 1 ჩაის ჭიქა - ბრინჯი
  • 1 კგ - პომიდორი
  • 500 გ - მაწონი ან არაჟანი

კვებითი ღირებულება (ერთ პორციაზე)

კალორია420
ცილა30 გ
ნახშირწყლები28 გ
ცხიმი22 გ
ბოჭკო4 გ
რეცეპტის ავტორი:
სახლური რეცეპტები

ტოლმა კომბოსტოს ფოთოლში მომზადების წესი

  1. 1

    გარეცხილი და დაჭრილი ძროხის ხორცი და ხახვი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ.

  2. 2

    დავუმატოთ შავი პილპილი, მარილი, წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, რეჰანი და ქონდარი.

  3. 3

    დავამატოთ ბრინჯი და კარგად ავზილოთ ყველა ინგრედიენტი.

  4. 4

    კომბოსტოს სათითაოდ მოვაშოროთ მთლიანი ფოთლები.

  5. 5

    ჩავდოთ მდუღარე წყალში და გავთუთქოთ რამდენიმე წუთი.

  6. 6

    ამოღებულ ფოთლებს დანით ფრთხილად ავათალოთ შუა ღერის სქელი ნაწილი.

  7. 7

    1-2 სუფრის კოვზი ხორცის გუნდა ჩავდოთ თითოეულ ფოთოლში და კარგად გადავხვიოთ.

  8. 8

    ჩავალაგოთ ქვაბში მჭიდროდ, ერთმანეთის გვერდით.

  9. 9

    გატარებულ პომიდორს ან ტომატიან წყალს დავუმატოთ ცოტა მარილი და შავი პილპილი.

  10. 10

    დავასხათ ტოლმებს პომიდვრის სოუსი, რომ კარგად დაფაროს.

  11. 11

    დავდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ ზომიერ ცეცხლზე 60-75 წუთი, მზადყოფნამდე.

Chef's Tips

  • კომბოსტოს ფოთლები არ გადაათუთქოთ, მხოლოდ უნდა დარბილდეს.
  • ღერის სქელი ნაწილის მოშორება გააოლებს შეხვევას.
  • ტოლმების შეხვევისას მჭიდროდ მოახვიეთ, მაგრამ არა ძალიან, რომ ბრინჯს ადგილი დარჩეს გაბერვისთვის.
  • შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ახალი პომიდორი, ისე ტომატის პასტა.
  • ხორცს შეგიძლიათ დაუმატოთ 1ც კვერცხი

რატომაა ტოლმა კომბოსტოს ფოთოლში სასარგებლო

  • ხორცი ცილის უმნიშვნელოვანესი წყაროა და მისი მოხმარებით ორგანიზმი უზრუნველყოფილია ყველა იმ ამინომჟავათი, რომელთა მიღებაც მცენარეული საკვებიდან შეუძლებელია .
  • ხახვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, C ვიტამინით და ქრომით. ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას, ანთების შემცირებას და იმუნიტეტს.
  • კომბოსტო მდიდარია C, K და B ვიტამინებით, ასევე კალიუმით და რკინით. ამცირებს ცუდლ ქოლესტერინს და არეგულირებს წნევას. აზლიერებს იმუნიტეტს და ძვლებს. აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და იცავს უჯრედებს დაზიანებისგან.
  • ქინძი მდიდარია ვიტამინებით, შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, გულის ჯანრმთელობას, არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში და აძლიერებს იმუნიტეტს
  • ოხრახუში მდიდარია A, C, და K ვიტამინებით. ხელს უწყობს თვალების ჯანმრთელობას, ძვლების სიმყარეს, საჭმლის მონელებას. აქვს შარდმდენი ეფექტი
  • ბრინჯი არ შეიცვას გლუტენს. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და გულის ჯანმრთელობას. ამაღლებს სეროტონინს - კარგ ხასიათზე მომყვან ჰორმონს. არეგულირებს მადას.
  • პომიდორი მდიდარია C ვიტამინით, ლიკოპენითა და ანტიოქსიდანტებით. ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას, კანის მდგომარეობას და იმუნიტეტს.
  • მაწონი შეიცავს პრობიოტიკებს, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავების ჯანმრთელობას, საჭმლის მომნელებელ სისტემას, წონის რეგულირებას და ქოლესტერინის დონის შემცირებას სისხლში.
  • არაჟანი შეიცავს პრობიოტიკებს, რაც აუმჯობესებს ნაწლავების ფუნქციონირებას. შეიცავს ჯანმრთელ ლიპიდებს, რაც არეგულირებს წონას და დევნის ჭარბ ცხიმს ორგანიზმიდან.

ეს გემრიელობებიც ნახე

barbare-jorjadze

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”