არაჟანსა და მაწონს დაუმატე ძმარი და სოდა, აურიე და ჩაამატე ფქვილში. კარგად მოზილე ცომი.
ცომი გაყავი სამ ნაწილად, რათა შესაძლებელი იყოს თხლად გაბრტყელება.
ქიშმიში, დაფქვილი ნიგოზი და შაქარი აურიე, დაუმატე დარიჩინი ან ლიმონის ქერქი და ერთი-ორი მიხაკი.
გაბრტყელებულ ცომზე მოაყარე ნიგოზისა და ქიშმიშის ნარევი და შეახვიე ცომი რულეტივით.
გამოაცხვე 180°C ტემპერატურაზე 25–30 წუთი, სანამ რულეტი ოქროსფრად დაიბრაწება.
გამოიღე ღუმლიდან და გააჩერე რამდენიმე წუთი გასაგრილებლად.
„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”