ქამა სოკო კარგად გარეცხე, ფრთხილად მოაშორე ფეხები და დატოვე მხოლოდ ქუდები.
სოკოები გაანაწილე კეცზე პატარა ჯამებივით.
თითოეულ ქუდში ჩადე კარაქის პატარა ნაჭერი.
თითოეულ ქუდს დაამატე გახეხილი სულგუნი ან სხვა ყველი.
მოათავსე ღუმელში 180°C ტემპერატურაზე და აცხე 1–1.5 საათის განმავლობაში, სანამ სოკოები კარგად დარბილდება.
სულგუნი რომ მოიბრაწება, მიიტანე სუფრაზე კეცითვე, ცხელი
„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”