კომშის მურაბა

კომშის მურაბა

ტრადიციული ქართული მურაბა — ტკბილი, მომჟავო კომშით, რომელიც ინახავს ხილის ბუნებრივ გემოსა და არომატს. იდეალურია ჩაისთან ან დესერტად, ზამთრის საწყობი ტკბილეული.

წინასწარი დრო
20 წთ
მომზადების დრო
1 სთ
პორცია
10
რეიტინგი
5

ინგრედიენტები

  • 1 კგ - კომში
  • 1 კგ - შაქარი
  • 1.5 - ჭიქა კომშის ნახარში

კვებითი ღირებულება (ერთ პორციაზე)

კალორია180
ცილა0 გ
ნახშირწყლები45 გ
ცხიმი0 გ
ბოჭკო2 გ
რეცეპტის ავტორი:
სახლური რეცეპტები

კომშის მურაბა მომზადების წესი

  1. 1

    კომში კარგად გავრეცხოთ.

  2. 2

    გავთალოთ და დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად.

  3. 3

    ავადუღოთ წყალი და ჩავყაროთ დაჭრილი კომში.

  4. 4

    ვადუღოთ რამდენიმე წუთი, რომ ოდნავ დარბილდეს.

  5. 5

    კომშები ქაფქირით ამოვალაგოთ ლანგარზე და წვენი გადავწუროთ (ნახარში შევინახოთ).

  6. 6

    შაქარს დავასხათ გადაწურული კომშის ნახარში.

  7. 7

    ავადუღოთ და მოვხადოთ ქაფი.

  8. 8

    ჩავყაროთ შეგრილებული კომში სიროფში.

  9. 9

    ვადუღოთ ზომიერ ცეცხლზე, სანამ კომში კარგად მოიხარშება და სიროფი შესქელდება.

  10. 10

    გავაციოთ და ჩავასხათ გაწმენდილ ქილებში.

  11. 11

    შევინახოთ გრილ, მშრალ ადგილას.

Chef's Tips

  • კომში არ გადაადუღოთ, რომ ფორმა არ დაკარგოს.
  • მურაბა მზადაა, როცა სიროფის წვეთი თეფშზე არ იფანტება.
  • შეგიძლიათ დაამატოთ ვანილის ექსტრაქტი დამატებითი არომატისთვის.
  • მურაბა უკეთესად ინახება სტერილიზებულ ქილებში.
  • თუ სიროფი ძალიან თხელია, კიდევ ცოტა ხანს ადუღეთ.

რატომაა კომშის მურაბა სასარგებლო

  • კომში მდიდარია C ვიტამინით. აძლიერებს იმუნურ სისტემას. ხელს უშლის კუჭის წყლულის წარმოქმნას და იცავს ნაწლავურ ქსოვილს. სასარგებლოა ხველისა და ბრონქიტის დროს. აუმჯობესებს გულის ჯანრმთელობას, არეგულირებს წონას, საჭმლის მონელებას და აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

ეს გემრიელობებიც ნახე

barbare-jorjadze

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”