
ქართული ტრადიციული კერძი — ხორცით სავსე ცომის ტომრები, ცხლად მოხარშული,წვნიანი და შავ პილპილ მოყრილი. ქართული სამზარეულოს სიმბოლო, რომელიც თავისი ხორციანი, წვნიანი შიგთავსით და უნიკალური გემოთი იპყრობს ყველას.
ფქვილი მოაგროვეთ გორაკად, შუა ადგილზე ჩააღრმავეთ ორმო.
ჩაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, დაამატეთ მარილი.
მოზილეთ მაგარი, ელასტიური ცომი.
დაფარეთ და დაასვენეთ ცომი სულ ცოტა ნახევარი საათით.
ამ დროს დაჭრილი ხორცი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ხახვთან ერთად.
დაამატეთ შავი პილპილი, მთის ქონდარი და მარილი.
კარგად აურიეთ და დაამატეთ იმდენი თბილი წყალი, რამდენსაც შეიზელს მორევისას (1-2 ჩაის ჭიქა).
ცომი გავაბრტყელოთ, გამოვჭრათ მრგვალი ნაჭრები და თითოეული გავაბრტყელოთ დიდი ლამბაქის ან დესერტის თეფშის ზომაზე.
შუაგულში ჩავდოთ ერთი სუფრის კოვზი ფარში.
შემოვუკეცოთ ნაპირები ნაკეცების ერთმანეთზე გადადებით.
მოვგრიხოთ და მივცეთ მრგვალი ფორმა.
კუჭები ხელით მოვტკეპნოთ, რომ არ გაიხსნას.
მოვათავსოთ ასეთი ხინკლები მდუღარე მარილიან წყალში.
ქვაბი დროდადრო შევარხიოთ ან ფრთხილად მოვურიოთ, რომ ხინკლები არ მიიკრას.
როდესაც ყველა ხინკალი ზედაპირზე ამოტივტივდება, ვადუღოთ კიდევ 5 წუთი.
ამოღების წინ ხინკალს ზემოდან მოვასხათ ცივი წყალი.
ქაფქირით ან პატარა საწურით ფრთხილად ამოვიღოთ.
მივიტანოთ სუფრაზე ცხელი, შავ პილპილთან და ძმართან ერთად.

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”