ყალია საქონლის ხორცით რეცეპტი

ყალია საქონლის ხორცით

აღმოსავლური ტრადიციული კერძი - ნაზი საქონლის ხორცი წითელი ღვინოსა და ბროწეულის წვენში მოთუშული, კარტოფილის პიურესთან ერთად, მდიდარი, არომატული და პიკანტური გემოთი.

წინასწარი დრო
10 წთ
მომზადების დრო
70 წთ
პორცია
6
რეიტინგი
5

ინგრედიენტები

  • 1 კგ - საქონლის რბილი ხორცი
  • 3 თავი - ხახვი
  • 50 გ - კარაქი
  • გემოვნებით - ზეთი
  • 400 მლ - წითელი ღვინო
  • 400 მლ - ბროწეულის წვენი
  • გემოვნებით - ხმელი ქინძი
  • გემოვნებით - დაღერღილი წითელი წიწაკა
  • 50 გ - დაჭრილი ქინძი
  • გემოვნებით - მარილი
  • გემოვნებით - ბროწეული

კვებითი ღირებულება (ერთ პორციაზე)

კალორია520
ცილა38 გ
ნახშირწყლები35 გ
ცხიმი22 გ
ბოჭკო4 გ
რეცეპტის ავტორი:
სახლური რეცეპტები

ყალია საქონლის ხორცით მომზადების წესი

  1. 1

    ხორცი დავჭრათ საშუალო ნაჭრებად.

  2. 2

    გახურებულ ტაფაზე მოვასხათ ცოტა ზეთი.

  3. 3

    გადავიტანოთ ხორცის ნაჭრები.წვენს გაუშვებს.

  4. 4

    როდესაც წვენი ამოშრება, დავამატოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და კარაქი.

  5. 5

    დავუწიოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე და თავდახურული მოვთუშოთ 20-30 წუთის განმავლობაში.

  6. 6

    შიგადაშიგ ამოვურიოთ.

  7. 7

    დავამატოთ წითელი ღვინო და ავუწიოთ ძალიან მაღალ ცეცხლზე 2-3 წუთით, რომ ალკოჰოლი ამოორთქლდეს.

  8. 8

    შემდეგ დავამატოთ ბროწეულის წვენი.

  9. 9

    ისევ დავუწიოთ ცეცხლს და თავდახურული ვთუშოთ 20 წუთით.

  10. 10

    ბოლოს დავამატოთ მარილი, ხმელი ქინძი, დაღერღილი წიწაკა და დაჭრილი ქინძი.

  11. 11

    ვთუშოთ, სანამ ხორცი ძალიან რბილი არ გახდება.

  12. 12

    მოვამზადოთ კარტოფილის პიურე.

  13. 13

    გადავიტანოთ პიურე თეფშზე მრგვალად.

  14. 14

    შუაში ამოვაღრმავოთ და მოვათავსოთ ყალია.

  15. 15

    მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები და დაჭრილი ცოცხალი ქინძი.

  16. 16

    მივირთვათ ცხლად.

Chef's Tips

  • ხორცი უნდა იყოს რბილი
  • შეგვიძლია იგივენაირად გავაკეთოთ ქათმისგანაც
  • ღვინოს მაღალ ცეცხლზე დუღილი აუცილებელია ალკოჰოლის მოსაცილებლად.
  • საჭრო რაოდენობის ბროწეულის წვენისთვის დაგჭირდებათ 5 ცალი ბროწეული.
  • კარტოფილის პიურე შეგიძლიათ შეცვალოთ ღომით ან ბრინჯით.

რატომაა ყალია საქონლის ხორცით სასარგებლო

  • ხორცი ცილის უმნიშვნელოვანესი წყაროა და მისი მოხმარებით ორგანიზმი უზრუნველყოფილია ყველა იმ ამინომჟავათი, რომელთა მიღებაც მცენარეული საკვებიდან შეუძლებელია .
  • ხახვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, C ვიტამინით და ქრომით. ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას, ანთების შემცირებას და იმუნიტეტს.
  • კარაქი მდიდარი A, D, K ვიტამინებით. სასარგებლოა ძვლის ჯანმრთელობისთვის, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ენერგიის მისაღებად, თუმცა ზომიერად უნდა იქნას გამოყენებული.
  • ქინძი მდიდარია ვიტამინებით, შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, გულის ჯანრმთელობას, არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში და აძლიერებს იმუნიტეტს

ეს გემრიელობებიც ნახე

barbare-jorjadze

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”