ჩაქაფული ბატკნის ან ხბოს ხორცით

ჩაქაფული ბატკნის ან ხბოს ხორცით

ჩაქაფული — გაზაფხულის სიმბოლო ქართულ სუფრაზე. არომატული ტარხუნა, მწვანილები, ალუჩა და ნაზი ბატკნის ან ხბოს ხორცი ქმნის გამორჩეულ გემოს და სურნელს, რომელიც ავსებს მთელ სამზარეულოს.

წინასწარი დრო
1,5 სთ
მომზადების დრო
1,5 სთ
პორცია
6
რეიტინგი
5

ინგრედიენტები

  • 1 კგ — ბატკნის ან ხბოს ხორცი
  • 200 გ — მწვანე ხახვი
  • 200 გ — ქინძი
  • 200 გ — ოხრახუში
  • 400 გ — ტარხუნა (მხოლოდ ქორფა ნაწილები)
  • 100 გ - პიტნა
  • 100 გ — ახალი ნიორის ღეროები
  • 10 ცალი — ტყემალი ან მჟავე ალუჩა
  • 200 მლ — თეთრი ღვინო
  • 2-3 ცალი — მწვანე წიწაკა
  • გემოვნებით — მარილი

კვებითი ღირებულება (ერთ პორციაზე)

კალორია250
ცილა28 გ
ნახშირწყლები6 გ
ცხიმი16 გ
ბოჭკო4 გ
რეცეპტის ავტორი:
სახლური რეცეპტები

ჩაქაფული ბატკნის ან ხბოს ხორცით მომზადების წესი

  1. 1

    ყველა მწვანილი კარგად და დიდხანს გარეცხე.

  2. 2

    გამოიყენე ტარხუნის მხოლოდ ზედა ქორფა ნაწილები და ქვედა უეში ღეროებისგან განცალკევებული ფოთლები.

  3. 3

    ყველა მწვანილი დაჭერი საშუალო ზომაზე — არც ძალიან წვრილად და არც დიდად.

  4. 4

    დიდ ქვაბში დაალაგე ერთი ფენა ხორცი და მოაყარე მარილი.

  5. 5

    ხორცის ზედა ფენაზე მოაყარე მწვანილები, დაამატე 2-3 ცალი ალუჩა ან ტყემალი და ნიორის ფოთლები.

  6. 6

    განაგრძე ფენებად — ისევ ხორცი, ისევ მწვანილები, სანამ ინგრედიენტები არ ამოიწურება.

  7. 7

    ზედა ფენაზე დაამატე მწვანე წიწაკა, დაასხი ღვინო და იგივე რაოდენობის წყალი.

  8. 8

    დადგი მაღალ ცეცხლზე ადუღებამდე, შემდეგ დატოვე დაბალ ცეცხლზე თავდახურული და ხარშე 1 საათის განმავლობაში.

  9. 9

    მზადების პროცესის განმავლობაში არ მოურიო.

  10. 10

    მიიტანე სუფრაზე ცხელი

Chef's Tips

  • თუ გიყვარს უფრო მჟავე გემო, დაამატე მეტი ტყემალი ან ალუჩა.
  • პიტნა - შენი რეცეპტის საიდუმლო ინგრედიენტია
  • ხბოს ხორცი უფრო ნაზი და მსუბუქი ვერსიისთვის გამოიყენე, ხოლო ბატკანი — კლასიკური გემოსთვის.

რატომაა ჩაქაფული ბატკნის ან ხბოს ხორცით სასარგებლო

  • ხორცი ხორცი ცილის უმნიშვნელოვანესი წყაროა და მისი მოხმარებით ორგანიზმი უზრუნველყოფილია ყველა იმ ამინომჟავათი, რომელთა მიღებაც მცენარეული საკვებიდან შეუძლებელია .
  • ხბოს ხორცი მაღალი ცილებით, რკინითა და B ვიტამინებით. ხელს უწყობს სისხლის ხარისხის გაუმჯობესებას, ენერგიის მომატებას და კუნთოვანი მასის შენარჩუნებას.
  • ხახვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, C ვიტამინით და ქრომით. ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას, ანთების შემცირებას და იმუნიტეტს.
  • ქინძი მდიდარია ვიტამინებით, შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, გულის ჯანრმთელობას, არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში და აძლიერებს იმუნიტეტს
  • ოხრახუში მდიდარია A, C, და K ვიტამინებით. ხელს უწყობს თვალების ჯანმრთელობას, ძვლების სიმყარეს, საჭმლის მონელებას. აქვს შარდმდენი ეფექტი
  • ტარხუნა მდიდარია მანგანუმით, რკინითა და კალიუმით. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ამცირებს ანთებას. აქვს ანტიმიკრობული თვისებები, არეგულირებს ძილს.
  • ნიორი აქვს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს, სისხლის წნევას, შაქარს და ქოლესტერინს. აქვს ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღდეგო თვისებები.

ეს გემრიელობებიც ნახე

barbare-jorjadze

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”