ალუბლის ნამცხვარი რეცეპტი

ალუბლის ნამცხვარი

კლასიკური ალუბლის ნამცხვარი - ფუმფულა, ნოყიერი და წვნიანი. ახალი ალუბლით, ნიგოზითა და ლიმონის ცედრით, რომელიც თბილიც და ცივიც გემრიელია როგორც საუზმედ, ისე დესერტად.

წინასწარი დრო
25 წთ
მომზადების დრო
50 წთ
პორცია
8
რეიტინგი
5

ინგრედიენტები

  • 1 კგ - ალუბალი
  • 3 ც - კვერცხი
  • 150 გ - კარაქი
  • 150 გ - შაქარი
  • 150 გ - ფქვილი
  • 1 ც - ლიმონი
  • საჭიროებისამებრ ვანილი
  • საჭიროებისამებრ სოდა (0.5 ჩ.კ.)

კვებითი ღირებულება (ერთ პორციაზე)

კალორია380
ცილა7 გ
ნახშირწყლები48 გ
ცხიმი18 გ
ბოჭკო3 გ
რეცეპტის ავტორი:
სახლური რეცეპტები

ალუბლის ნამცხვარი მომზადების წესი

  1. 1

    ალუბალი გავრეცხოთ, მოვაცილოთ კურკები და გავაშროთ .

  2. 2

    ლიმონი გავხეხოთ სახეხზე და მოვაშოროთ ცედრა.

  3. 3

    დარბილებული კარაქი კარგად ავთქვიფოთ.

  4. 4

    თანდათანობით დავუმატოთ შაქარი და ვთქვიფოთ 3-4 წუთი.

  5. 5

    დავამატოთ ვანილი და ლიმონის ცედრა.

  6. 6

    შემდეგ სათითაოდ ავთქვიფოთ და ჩავამატოთ კვერცხები.

  7. 7

    თითოეული კვერცხის დამატების შემდეგ კარგად ავურიოთ.

  8. 8

    ნაწილ-ნაწილ დავამატოთ ფქვილი და ფრთხილად ავურიოთ.

  9. 9

    შემდეგ დავამატოთ თხელი ჩაის კოვზით სოდა.

  10. 10

    ფრთხილად ავურიოთ ყველაფერი.

  11. 11

    საცხობ ფორმას გადავაფაროთ პერგამენტი ან საცხობი ქაღალდი.

  12. 12

    მომზადებული მასა გადავიტანოთ საცხობ ფორმაში და გავასწოროთ.

  13. 13

    ზემოდან მოვათავსოთ გამზადებული ალუბლები.

  14. 14

    შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე.

  15. 15

    გამოვაცხოთ 35-40 წუთი.

  16. 16

    ამ დროის გასვლის შემდეგ ჩავარჭოთ ცომში ხის ჩხირი.

  17. 17

    თუ ჩხირს მიეკრო სველი ცომი, გადავაფაროთ ფოლგა და დავტოვოთ კიდევ 10 წუთი.

  18. 18

    გავაგრილოთ და მივირთვათ.

Chef's Tips

  • შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ახალი, ისე გაყინული ალუბალი.
  • ცომში შეგიძლიათ დავამტოთ 100გ დაჭრილი ნიგოზი
  • კარაქი და კვერცხები ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.
  • ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ ნუშის ფანტელი ან სეზამი.
  • ნამცხვარი უკეთესად ინახება ჰერმეტულ კონტეინერში 3-4 დღე.
  • გემრიელია როგორც თბილი, ისე ცივი, ნაყინთან ან თხევადი კრემთან ერთად.
  • თუ ალუბალი ძალიან მჟავეა, შეგიძლიათ შაქარში ამოავლოთ და ისე გააშროთ.

რატომაა ალუბლის ნამცხვარი სასარგებლო

  • ალუბალი მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით, რომლებიც აძლიერებენ იმუნურ სისტემას. მასში შემავალი ბუნებრივი მელატონინი არეგულირებს ძილს. ასევე სასარგებლოა დაბალი ჰემოგლობინის ან ანთებითი პროცესების დროს.
  • კვერცხი მდიდარია ცილებით, ანტიოქსიდანტებით და ვიტამინებით (A, D, B12). ხელს უწყობს კუნთების განვითარებას, ტვინის ფუნქციის გაუმჯობესებას და იმუნურ სისტემას.
  • კარაქი მდიდარი A, D, K ვიტამინებით. სასარგებლოა ძვლის ჯანმრთელობისთვის, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ენერგიის მისაღებად, თუმცა ზომიერად უნდა იქნას გამოყენებული.
  • ლიმონი მდიდარია C ვიტამინთ, რაც აძლიერებს იმუნურ სისტემას, აქვეითებს ქოლესტერინს და წნევას, ხელს უწყობს ორგანიზმისმიერ რკინის შეწოვას. მასში შემავალი ლიმონმჟავა ხელს უშლის თირკმელში კენჭის წარმოქმნას.

ეს გემრიელობებიც ნახე

barbare-jorjadze

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”