კომბოსტოს სალათა სტაფილოთი რეცეპტი

კომბოსტოს სალათა სტაფილოთი

მარტივი და გემრიელი ქართული სალათა - კომბოსტო გახეხილი სტაფილოთი და კამით. ხრაშუნა, ჯანსაღი და სწრაფად მოსამზადებელი, იდეალურია ყოველდღიური ან საზეიმო სუფრისთვის.

წინასწარი დრო
15 წთ
მომზადების დრო
0 წთ
პორცია
4
რეიტინგი
5

ინგრედიენტები

  • 1 საშუალო თავი კომბოსტო
  • 2 ც დიდი სტაფილო
  • 100 გ კამა
  • 200 გ მაიონეზი ან არაჟანი
  • გემოვნებით მარილი
  • გემოვნებით შავი პილპილი

კვებითი ღირებულება (ერთ პორციაზე)

კალორია210
ცილა3 გ
ნახშირწყლები18 გ
ცხიმი15 გ
ბოჭკო4 გ
რეცეპტის ავტორი:
სახლური რეცეპტები

კომბოსტოს სალათა სტაფილოთი მომზადების წესი

  1. 1

    კომბოსტო გავჭრათ ოთხ ნაწილად.

  2. 2

    დავჭრათ სიგრძეზე წვრილად ან დავაბრთხალოთ.

  3. 3

    სტაფილო თხლად გავთალოთ.

  4. 4

    გავხეხოთ სახეხზე მსხვილად.

  5. 5

    გახეხილი სტაფილო დავაყაროთ კომბოსტოს.

  6. 6

    მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი.

  7. 7

    კარგად ავურიოთ.

  8. 8

    სასურველია ხელით მოვურიოთ და კომბოსტო კარგად მოვსრისოთ მარილში.

  9. 9

    კამა დავჭრათ წვრილად.

  10. 10

    მოვაყაროთ სალათას და ავურიოთ.

  11. 11

    ბოლოს დავამატოთ მაიონეზი ან არაჟანი.

  12. 12

    ისევ კარგად ავურიოთ.

  13. 13

    გავაციოთ მაცივარში 10-15 წუთით.

  14. 14

    მივირთვათ ცივად.

Chef's Tips

  • გამოიყენეთ ერთჯერადი ხელთათმანი, რათა სტაფილომ ხელები არ გაგიფერადოთ.
  • მაიონეზის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეითუნის ზეთი. ამ შემთხვევაში სალათს დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი.
  • სტაფილო უმჯობესია მსხვილ სახეხზე გავხეხოთ.
  • სალათა უკეთესია 30 წუთით გააჩეროთ სიგრილეში, რომ გემო კარგად გაუჯდეს.
  • შეინახეთ მაცივარში და მიირთვეთ 1-2 დღის განმავლობაში.

რატომაა კომბოსტოს სალათა სტაფილოთი სასარგებლო

  • კომბოსტო მდიდარია C, K და B ვიტამინებით, ასევე კალიუმით და რკინით. ამცირებს ცუდლ ქოლესტერინს და არეგულირებს წნევას. აზლიერებს იმუნიტეტს და ძვლებს. აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და იცავს უჯრედებს დაზიანებისგან.
  • კამა მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და მინერალებით. ხელს უწყობს იმუნიტეტს, საჭმლის მონელებას და ანთების შემცირებას.
  • არაჟანი შეიცავს პრობიოტიკებს, რაც აუმჯობესებს ნაწლავების ფუნქციონირებას. შეიცავს ჯანმრთელ ლიპიდებს, რაც არეგულირებს წონას და დევნის ჭარბ ცხიმს ორგანიზმიდან.

ეს გემრიელობებიც ნახე

barbare-jorjadze

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”